თქვენი იაგუარის დაკავშირებული სერვისების ჩასართავად, ჯერ უნდა გაააქტიუროთ თქვენი InControl ანგარიში. თუ თქვენ შეიძინეთ ახალი იაგუარი, გირჩევთ დაუკავშირდეთ თქვენს დილერს, რათა დაადასტუროს, რომ გაქვთ დაკავშირებული სერვისების ფუნქციები თქვენს ავტომობილში და დაგეხმაროთ აქტივაციის პროცესში.
მიჰყევით ქვემოთ მოცემულ მარტივ თვითრეგისტრაციის პროცესს.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თუ ოპტიმიზებული Jaguar Assistance ღილაკი (სპანერის ხატულა) განათებულია ზედა კონსოლზე, დაუკავშირდით თქვენს დილერს დახმარებისთვის.
როგორც კი თქვენი დილერი დაიწყებს თქვენი InControl რეგისტრაციის პროცესს, თქვენ მიიღებთ ელფოსტის ბმულს თქვენი აქტივაციის დასასრულებლად.
თუ არ მიგიღიათ აქტივაციის ელფოსტა თქვენი დილერისგან, გთხოვთ, შეამოწმოთ თქვენი სპამის საქაღალდე.
როგორც კი წარმატებით დაასრულებთ InControl-ის დაყენებას, თქვენი აქტიური სერვისები დადასტურდება ელ-ფოსტით.
შემდეგში როცა ავტომობილს დაქოქავთ, SOS გადაუდებელი გამოძახებისა და იაგუარის ოპტიმიზირებული დახმარების ღილაკები უნდა აინთოს.
ნავიგაციის პირველად გამოყენებისას, თქვენ შემოგთავაზებენ შექმნათ პროფილი და ანგარიში. ეს საშუალებას მოგცემთ შეინახოთ საყვარელი დანიშნულების ადგილები და წინარე მოგაზურობები, ასევე ჩართავთ დაკავშირებული ნავიგაციის დამატებით ფუნქციებს.
თქვენი პროფილის შექმნის შემდეგ, თქვენ შეგიძლიათ შექმნათ ანგარიში "შესვლა" ღილაკის არჩევით მთავარ სანავიგაციო ეკრანზე. თქვენ შემოგთავაზებენ მიიღოთ "ნავიგაციის პირობები და წესები", რომელთანაც წვდომა შეგიძლიათ მოცემული URL-ის ბრაუზერში აკრეფით.
ნავიგაციის ანგარიში საშუალებას გაძლევთ ჩამოტვირთოთ უახლესი რუქის განახლებები და გაუზიაროთ საინტერესო ადგილები და თქვენი ETA მეგობრებს და ოჯახის წევრებს. თქვენ ასევე შეგეძლებათ გაგზავნოთ მიმართულებები პირდაპირ თქვენს ავტომობილში InControl Route Planner აპლიკაციის ან ვებსაიტის მეშვეობით.
Bluetooth ტექნოლოგია გაძლევთ საშუალებას დისტანციურად დააკავშიროთ თავსებადი მობილური ტელეფონი და მისი აპები თქვენს იაგუარს. შემდეგ მოწყობილობის გაკონტროლება შესაძლებელია ხმის, საჭისა და სენსორული ეკრანის გააქტიურებით.
თქვენი ტელეფონის ბლუთუზის დაწყვილების შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის, გთხოვთ, ეწვიოთ ჩვენს სპეციალურ დაკავშირების ცენტრს.
თქვენი მანქანის ინკლუზიური სმარტფონის პაკეტით, შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი აპები უსაფრთხოდ და მოხერხებულად Apple CarPlayTM 1 და Android AutoTM 2გამოყენებით.
უბრალოდ დაუკავშირეთ თქვენი მოწყობილობა თქვენს სენსორულ ეკრანს Bluetooth ან სერტიფიცირებული USB კაბელის გამოყენებით.
Apple CarPlay TM 1სთვისგთხოვთ, დარწმუნდეთ, რომ დაინსტალირებული გაქვთ iOS-ის უახლესი ვერსია და ჩართული გაქვთ Siri ® თქვენს iPhone-ზე. Android AutoTM 2-სთვის, დარწმუნდით, რომ დაინსტალირებული გაქვთ Android Auto-ის უახლესი აპი და ჩართული გაქვთ Google ხმოვანი ასისტენტი თქვენს Google მოწყობილობაზე.
შეამოწმეთ თქვენი იაგუარის უსაფრთხოება, ჯანმრთელობა და სტატუსი თქვენი სმარტფონიდან დისტანციური აპლიკაციით.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, დისტანციური აპის3 ფუნქციების გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ მას შემდეგ, რაც გაააქტიურებთ თქვენს InControl ანგარიშს My Jaguar Incontrol ვებსაიტზე.
ჩვენს "ხშირად დასმულ კითხვებში" შეიძლება უკვე იყოს პასუხი.
InControl-ის ფუნქციები, ვარიანტები, მესამე მხარის სერვისები და მათი ხელმისაწვდომობა რჩება ბაზარზე დამოკიდებული – ადგილობრივი ბაზრის ხელმისაწვდომობა და სრული პირობები შეამოწმეთ იაგუარის დილერთან. გარკვეულ ფუნქციებს მოყვება გამოწერა, რომელიც მოითხოვს განახლებას დილერის მიერ რეკომენდებული საწყისი ვადის შემდეგ. მობილური ქსელის კავშირი გარანტირებულია არ არის ნებისმიერ ადგილას. InControl ტექნოლოგიასთან დაკავშირებით ნაჩვენები ინფორმაცია და სურათები, მათ შორის ეკრანები ან თანმიმდევრობა, ექვემდებარება პროგრამული უზრუნველყოფის განახლებებს, ვერსიის კონტროლს და სხვა სისტემურ/ვიზუალურ ცვლილებებს არჩეული ვარიანტების მიხედვით.
არჩევითი ფუნქციები და მათი ხელმისაწვდომობა შეიძლება განსხვავდებოდეს ავტომობილის სპეციფიკაციების მიხედვით (მოდელი და ძალური გადაცემა), ან საჭიროებს სხვა ფუნქციების ინსტალაციას მის დასაყენებლად. გთხოვთ, დაუკავშირდეთ ადგილობრივ დილერს დამატებითი ინფორმაციისთვის, ან დააკონფიგურიროთ თქვენი მანქანა ონლაინ.
მანქანის მახასიათებლები მძღოლებმა უნდა გამოიყენონ მხოლოდ უსაფრთხოების შემთხვევაში. მძღოლებმა ყოვეკთვის უნდა უზრუნველყონ სატრანსპორტო საშუალებაზე სრული კონტროლი.
მხოლოდ თავსებადი სმარტფონები.
1Apple CarPlayTM არის Apple Inc-ის სავაჭრო ნიშანი. Apple Inc-ის საბოლოო მომხმარებლის პირობები შეიძლება გამოყენებუ იქნას. თქვენი მანქანა მზადაა Apple CarPlay-ისთვის. Apple CarPlay-ის მიერ შემოთავაზებული სერვისები დამოკიდებულია ფუნქციების ხელმისაწვდომობაზე თქვენს ქვეყანაში, დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ https://www.apple.com/uk/ios/feature-availability/#apple-carplay
2Android Auto არის შპს "Google"-ის სავაჭრო ნიშანი. თქვენი ავტომობილი მზადაა Android Auto-სთვის. Android Auto-ს მიერ შემოთავაზებული სერვისები დამოკიდებულია ფუნქციების ხელმისაწვდომობაზე თქვენს ქვეყანაში, დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ https://www.android.com/auto/
3მისი ჩამოტვირთვა ხელმისაწვდომია Apple App Store-იდან ან Google Play-დან Android და Apple iOS სმარტფონების უმეტესობისთვის. იაგუარის დისტანციური აპი საჭიროებს ქსელთან დაკავშირებას, თავსებად სმარტფონს, InControl ანგარიშს და დისტანციური გამოწერას. იმისათვის, რომ გააგრძელოთ შესაბამისი ფუნქციის გამოყენება მისი საწყისი გამოწერის პერიოდის შემდეგ, თქვენ უნდა განაახლოთ თქვენი გამოწერა და გადაიხადოთ განახლების მოქმედი საფასური.