ავარიული და უსაფრთხოების ფუნქციების გამოყენება

ავარიული და უსაფრთხოების ფუნქციების გამოყენება

მოხერხებულობა და თავდაჯერებულობა. თქვენი იაგუარის უსაფრთხოების მახასიათებლები არის სალონში არსებული ტექნოლოგიისა და დაკავშირებული დისტანციური აპლიკაციის ერთობლიობა.

გადაუდებელი და საგზაო დახმარება

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ეს სერვისები საჭიროებს აქტიურ InControl1 ანგარიშს და დისტანციურ2 გამოწერას.

ოპტიმიზებული დახმარების ზარის განხორციელება

ოპტიმიზებული დახმარების ზარის განხორციელება

1. ავარიის ან ავტოსაგზაო შემთხვევის შემთხვევაში დააჭირეთ და გაათავისუფლეთ ღილაკის საფარი, რომელიც მდებარეობს ზედა კონსოლის მარცხენა მხარეს.


2. დააჭირეთ ღილაკს 2 წამის განმავლობაში და განახორციელეთ ზარი იაგუარის დახმარების ჯგუფთან.3  


3. ზარი განხორციელებულია, როცა ჯგუფის წევრის ხმას გაიგებთ. თქვენი ავტომობილის მდებარეობა ავტომატურად გაეგზავნება იაგუარის დახმარების გუნდს, რომელიც გამოგიგზავნით საგზაო დახმარებას ან დაგაკავშირებთ იაგუარის უბედური შემთხვევის დახმარების ჯგუფთან, სიტუაციის მიხედვით


4. გამოყენების შემდეგ დააწექით ღილაკს ისევ.

SOS გადაუდებელი ზარის განხორციელება

SOS გადაუდებელი ზარის განხორციელება

1. საგანგებო სიტუაციაში დააჭირეთ და გაათავისუფლეთ ღილაკი, რომელიც მდებარეობს ზედა კონსოლის მარჯვენა მხარეს.

2. დააჭირეთ ღილაკს 2 წამის განმავლობაში და განახორციელეთ ზარი გადაუდებელი დახმარების ჯგუფთან.3  


3. ზარი განხორციელებულია, როცა გადაუდებელი დახმარების რეაგირების ჯგუფის წევრის ხმას გაიგებთ. თქვენი ავტომობილის მდებარეობა ავტომატურად გაეგზავნება იაგუარის გადაუდებელი დახმარების გუნდს,


4. გამოყენების შემდეგ დააწექით ღილაკს ისევ.

გააქტიურეთ InControl ანგარიში

იმისათვის, რომ ისარგებლოთ თქვენი იაგუარის დაკავშირებული სერვისებითა და გამოწერებით, ჯერ უნდა დააყენოთ თქვენი საინფორმაციო და გასართობი სისტემა და შექმნათ InControl ანგარიში.
გააქტიურეთ InControl ანგარიში

1InControl-ის ფუნქციები, ვარიანტები, მესამე მხარის სერვისები და მათი ხელმისაწვდომობა რჩება ბაზარზე დამოკიდებული – ადგილობრივი ბაზრის ხელმისაწვდომობა და სრული პირობები შეამოწმეთ იაგუარის დილერთან. გარკვეულ ფუნქციებს მოყვება გამოწერა, რომელიც მოითხოვს განახლებას დილერის მიერ რეკომენდებული საწყისი ვადის შემდეგ. მობილური ქსელის კავშირი გარანტირებულია არ არის ნებისმიერ ადგილას. InControl ტექნოლოგიასთან დაკავშირებით ნაჩვენები ინფორმაცია და სურათები, მათ შორის ეკრანები ან თანმიმდევრობა, ექვემდებარება პროგრამული უზრუნველყოფის განახლებებს, ვერსიის კონტროლს და სხვა სისტემურ/ვიზუალურ ცვლილებებს არჩეული ვარიანტების მიხედვით. სრული წესები და პირობები შეგიძლიათ იხილოთ აქ.


2საჭიროა InControl ანგარიში. იმისათვის, რომ გააგრძელოთ შესაბამისი ფუნქციის გამოყენება მისი საწყისი გამოწერის პერიოდის შემდეგ, თქვენ უნდა განაახლოთ თქვენი გამოწერა და გადაიხადოთ განახლების მოქმედი საფასური.


3დამოკიდებულია ქსელის კავშირზე


არჩევითი ფუნქციები და მათი ხელმისაწვდომობა შეიძლება განსხვავდებოდეს ავტომობილის სპეციფიკაციების მიხედვით (მოდელი და ძალური გადაცემა), ან საჭიროებს სხვა ფუნქციების ინსტალაციას მის დასაყენებლად. გთხოვთ, დაუკავშირდეთ ადგილობრივ დილერს დამატებითი ინფორმაციისთვის, ან დააკონფიგურიროთ თქვენი ავტომობილი ონლაინ.


მანქანის მახასიათებლები მძღოლებმა უნდა გამოიყენონ მხოლოდ უსაფრთხოების შემთხვევაში. მძღოლებმა ყოვეკთვის უნდა უზრუნველყონ სატრანსპორტო საშუალებაზე სრული კონტროლი.


მხოლოდ თავსებადი სმარტფონები.