გარანტია

იაგუარის გარანტია გიცავთ და განიჭებთ სიმშვიდეს

იაგუარის კომპლექსური საგარანტიო პაკეტი შექმნილია გაყიდვის შემდგომი მომსახურების უმაღლესი სტანდარტების დასაკმაყოფილებლად და მხარდასაჭერად.

 
იმ შემთხვევაში, თუ საგარანტიო პერიოდის განმავლობაში, MENA-ს* რეგიონში შემავალი ქვეყნების იაგუარის საცალო ავტორიზებული დილერისგან შეძენილი ავტომობილი ქარხნული წუნის გამო საჭიროებს შეკეთებას ან საგარანტიო პირობებით გათვალისწინებული მისი რომელიმე ნაწილის შეცვლას, ამგვარი შეკეთება ან სათადარიგო ნაწილის ჩანაცვლება მოხდება MENA-ს ნებისმიერი ავტორიზებული დილერის მიერ სრულიად უფასოდ*, საგარანტიო პერიოდში ავტომობილის მფლობელის ცვლილების მიუხედავად. **
 
იაგუარის ყოველი ახალი ავტომობილის მფლობელი სარგებლობს კომპლექსური საგარანტიო პირობებით 5 წლის ვადით ან 150 000 კმ-ის გარბენამდე(გარანტია მთავრდება მაშინ, როდესაც ერთ-ერთი პირობა დადგება).
 
2018 წლის 1 ივნისიდან გაყიდულ ყველა ახალ ავტომობილზე გავრცელდება იაგუარის რეგიონალური გარანტია, რომელიც იმოქმედებს მხოლოდ იმ რეგიონში, რომელშიც ავტომობილი პირველად გაიყიდა იაგუარის ავტორიზებული დილერის მიერ. ავტომობილის მახასიათებლები და გარანტიის პირობები შესაძლოა, განსხვავდებოდეს რეგიონების მიხედვით.
 
თუ ავტომობილი დარეგისტრირდება ან გამოყენებული იქნება სხვა რეგიონში, შესაძლოა, საჭირო გახდეს გარანტიის დამატებითი აქტივაცია და მისი გარკვეული პირობების შეზღუდვა.
 
საგარანტიო პირობებიდან გამომდინარე რეგიონები განსაზღვრულია შემდეგნაირად: აშშ, ჩინეთი, ევროპა და გაერთიანებული სამეფო (თურქეთის გარდა), თურქეთი, რუსეთი, ოკეანეთი, ავსტრალია და ახალი ზელანდია, აფრიკა, ახლო აღმოსავლეთი და ჩრდილოეთ აფრიკა (MENA), ლათინური ამერიკა.
 
დეტალებისთვის, გთხოვთ, დაუკავშირდეთ უახლოეს დილერს.

* ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის რეგიონში (MENA - Middle East, North Africa) შემავალი ქვეყნებია: ალჟირი, აზერბაიჯანი,სომხეთი, ბაჰრეინი, ეგვიპტე, საქართველო, ერაყი, იორდანია, ქუვეითი, ლიბანი, მაროკო, ომანი, პაკისტანი, პალესტინა, ყატარი, ყაზახეთი, საუდის არაბეთი, ტუნისი, არაბეთის გაერთიანებული საემიროები და იემენი.
 
** ეხება მხოლოდ MENA-ს რეგიონში შეძენილ და შეკეთებულ ავტომობილებს.
MENA-ს რეგიონის ფარგლებს გარეთ შეძენილ, რეგისტრირებულ ან გამოყენებულ ნებისმიერ ავტომობილს სჭირდება ფასიანი გარანტიის აქტივაცია. 
დეტალებისთვის, გთხოვთ, დაუკავშირდეთ იაგუარის ავტორიზებულ დილერს.

 
*** ვრცელდება კონკრეტული პირობები.