მსოფლიოს წლის ავტომობილის,
მსოფლიოს წლის დიზაინის და
მსოფლიოს წლის მწვანე ავტომობილის კონკურსების გამარჯვებული Jaguar I-PACE,
ელექტრომობილებზე ყველა შეხედულებას ცვლის.


აღმოაჩინე ელექტრო

ექსტერიერის დიზაინი

Closeup view of front Pixel LED headlights
ფარების დახვეწილი დიზაინი, ატლასის საღებავებთან, ინტეგრირებულ LED ნათურებთან და საფირმო ორმაგ "J" ზოლებთან ერთად, შესანიშნავად ერწყმის Jaguar I‑PACE-ის სუფთა ხაზებს, რათა მის ფუტურისტულ დიზაინს გაუსვას ხაზი.
Jaguar I-PACE-ს აქვს წინა ცხაურის ფარი და სკულპტურული ძრავის ხუფი, აეროდინამიკური გარეგნობისთვის. გამორჩეული ფორმები, მძლავრ გარეგნობას აყალიბებს.
შავი ექსტერიერი მოიცავს გვერდითი ფანჯრის პრიალა შავ არშიებს, მქრქალი გრაფიტის ატლასის ფარს, პრიალა შავი არშიით და ფრთის პრიალა შავ სარკის კორპუსებს. შავი ემბლემა გარეგნობას სრულყოფს.
ურთიერთქმედებისთვის დააწკაპუნეთ

ინტერიერის დიზაინი

Girl driving the car in comfort
გამორჩეული დახვეწილობისთვის, ძრავის რთული ენკაფსულაცია ამცირებს ხმაურს, ხოლო ექსტერიერის მკაფიო დიზაინი, ქარის ხმაურს ამცირებს.
Jaguar I-PACE-ს სრულად ელექტრული არქიტექტურა საშუალებას გვაძლევს, ლუქს კლასის ოსტატობა, ინტერიერის 656-ლიტრიან საბარგულთან გავაერთიანოთ.
აირჩიეთ სპორტული, ან პერფორმენს სტილის სავარძლები, რომლებიც სხვადასხვა მასალითაა შესრულებული. გამძლეTM ოფცია გთავაზობთ რბილ მასალას, თანამედროვე იერით.

ამაღელვებლი მართვა

დააფასეთ Jaguar-ის მომნუსხველი მახასიათებლები, ელექტრო რეჟიმში მართვის უპირატესობებით, როგორიცაა დაბალი საექსპლუატაციო ღირებულება, ნულოვანი
გამონაბოლქვი და რვაწლიანი გარანტია.

ელექტრო სპეციფიკაციები

დიაპაზონი (მდე)


446 კმ±

სრული დამუხტვით, 446 კილომეტრამდე გაიარეთ*.
NEDC მონაცემები. რეალური მაჩვენებლები თქვენი მართვის სტილზეა დამოკიდებული.

დამუხტვის დრო


8,5 საათები*

11 კვტ სიმძლავრის AC დამმუხტველის გამოყენებით, სრული დამუხტვა მხოლოდ 8.5 საათშია შესაძლებელი*. იდეალურია შინ, ღამით დასამუხტად.
დამუხტვის დრო, 11 კვტ-იანი AC დამმუხტველის გამოყენებისას არის აღებული.

გამონაბოლქვი


0 CO2

ისიამოვნეთ ნულოვანი გამონაბოლქვით.

აჩქარება 0-100 კმ/სთ


4,8 წამები

0-100 კმ/სთ-მდე აჩქარება 4.8 წამში შეუძლია.

მახასიათებლები

Rear closeup view of side part of the car
ამაღელვებელი სიმძლავრე და დინამიკა. ნულოვანი გამონაბოლქვი სრულად ელექტრული ძალური დანადგარით, Jaguar I‑PACE არის ნამდვილი მძღოლის მანქანა.
ეკიპირებულია ინტუიციური და მგრძნობიარე ტექნოლოგიებით, მათ შორის Pivi Pro1 საინფორმაციო სისტემით და Amazon Alexa-თი, რომელსაც ხმით მართვის მრავალი ფუნქცია აქვს.
Jaguar I-PACE-ს შინ და გზაზე, იოლად დამუხტავთ. Pivi Pro1 გზაზე არსებულ ყველა დასამუხტ წერტილს გიჩვენებთ.

შეარჩიეთ თქვენი მოდელი

JAGUAR I-PACE R-DYNAMIC HSE

JAGUAR I-PACE R-DYNAMIC HSE

  • LED ფარები, დღის სვლის საფირმო ფარებით
  • 20" სტილი 6007, ალმასით დამუშავება, კონტრასტული პრიალა მუქი ნაცრისფერი1
  • ფიქსირებული პანორამული სახურავი
  • 16 პოზიციაში, ელექტრულად რეგულირებადი წინა სავარძლები გათბობით და გაგრილებით, მძღოლის მეხსიერებით
  • MeridianTM 3D Surround-ის ხმოვანი სისტემა
JAGUAR I-PACE R-DYNAMIC SE

JAGUAR I-PACE R-DYNAMIC SE

  • LED ფარები, დღის სვლის საფირმო ფარებით
  • 20" სტილი 6007, ალმასით დამუშავება, კონტრასტული პრიალა მუქი ნაცრისფერი1
  • კაბინის კონფიგურირებადი განათება
  • ქვედა სენსორული ეკრანი
  • მოწყობილობების უკაბელო დამუხტვა
JAGUAR I-PACE R-DYNAMIC S

JAGUAR I-PACE R-DYNAMIC S

  • LED ფარები
  • 20" სტილი 6007, ალმასით დამუშავება, კონტრასტული პრიალა მუქი ნაცრისფერი1
  • ორმაგ ტყავიანი სპორტული სავარძლები
  • უკანა კარი ელექტრო ამძრავით
  • თბობადი, ელექტრულად დასაკეცი კარის სარკეები მეხსიერებით, შემხვედრი განათებით და მძღოლის მხარეს ავტო დაბურვით

გააგრძელეთ აღმოჩენა

JAGUAR I-PACE მოდელები

JAGUAR I-PACE მოდელები

იხილეთ სრული სამოდელო რიგი
სპეციფიკაციები

სპეციფიკაციები

ნახეთ ფაქტები და ციფრები.
გალერეა

გალერეა

იხილეთ Jaguar I-PACE-ის სურათები.

±აქ მოყვანილი ციფრები გამოთვლილია NEDC სტანდარტის შესაბამისად, მწარმოებლის ტესტების საფუძველზე. მონაცემები შეიძლება გარემოსა და მართვის სტილის შესაბამისად განსხვავდებოდეს. გამოიყენება მხოლოდ შესადარებლად. რეალური მაჩვენებლები შეიძლება განსხვავდებოდეს.

** დამუხტვის დრო დამოკიდებულია ბევრ ფაქტორზე, მათ შორის, მაგრამ არა მხოლოდ: ვადა, მდგომარეობა, ტემპერატურა და აკუმულატორის არსებული მუხტი; გამოყენებული საშუალება და დამუხტვის ხანგრძლივობა.

მსოფლიოს წლის ავტომობილის, მსოფლიოს წლის დიზაინის და 2019 წელს ჩატარებული მსოფლიოს წლის მწვანე ავტომობილის კონკურსების გამარჯვებული.

სველი: სველი მოცულობა ვირტუალურად, საბარგულის სითხით ავსებით იანგარიშება.

1ნავიგაციას დასჭირდება დამატებითი გამოწერა მას შემდეგ, რაც Jaguar-ის დილერის მიერ მითითებული პირველადი ვადა ამოიწურება.

I-PACE-ის 90 კვტ/სთ-იანი აკუმულატორის გარანტია შეზღუდულია 8 წლით, ან 160 000 კმ გარბენით (დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელი შესრულდება პირველი). მისი დაბრუნება შესაძლებელია ნებისმიერი საწარმოო დეფექტის შემთხვევაში, ან თუ Jaguar-ის სერტიფიცირებული დილერი განსაზღვრავს, რომ აკუმულატორის მდგომარეობა, 70 პროცენტზე დაბლა დაეცა.

დამატებითი ფუნქციები და მათი ხელმისაწვდომობა ავტომობილის სპეციფიკაციაზეა (მოდელი და ძალური დანადგარი) დამოკიდებული, ან საჭიროებს სხვა ფუნქციების დაყენებას. დეტალებისთვის გთხოვთ, ადგილობრივ დილერს დაუკავშირდეთ, ან თქვენი ავტომობილი ონლაინ მომართეთ.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ სტანდარტული ფუნქციები შეიძლება შეიცვალოს, როდესაც ალტერნატიულ ეკიპირებას აარჩევთ. სტანდარტული ფუნქციები ასევე შეიძლება განსხვავდებოდეს შესყიდვის ქვეყნის, ძრავის და ტრანსმისიის შესაბამისად.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ სტანდარტული ფუნქციები შეიძლება შეიცვალოს, როდესაც ალტერნატიულ ეკიპირებას აარჩევთ. სტანდარტული ფუნქციები ასევე შეიძლება განსხვავდებოდეს შესყიდვის ქვეყნის, ძრავის და ტრანსმისიის შესაბამისად.

ინტერიერის ყველა ფუნქციის გამოყენება შეიძლება მხოლოდ მაშინ, როცა ეს საფრთხის შემცველი არაა. მძღოლები დარწმუნებულები უნდა იყვნენ, რომ ისინი ყოველთვის სრულად აკონტროლებენ ავტომობილს.

Pivi და InControl ფუნქციები, ოპციები, მესამე მხარისგან შეთავაზებული მომსახურებები და მათი ხელმისაწვდომობა, ბაზარზეა დამოკიდებული. ამისთვის მიმართეთ Jaguar-ის ადგილობრივ დილერს და პირობები მასთან შეათანხმეთ. ზოგიერთი ფუნქცია დაფუძნებულია გამოწერაზე და საჭიროებს შემდგომ განახლებას თქვენი საცალო გამყიდვლის მიერ რეკომენდებული საწყისი ვადის გასვლის შემდეგ. მობილური ქსელის კავშირი, ყველა რეგიონში გარანტირებული არ არის. ტექნოლოგია InControl-თან დაკავშირებული ინფორმაცია და სურათები, პროგრამული უზრუნველყოფის განახლებას საჭიროებს. ვერსიის კონტროლი და სხვა ცვლილებები, შერჩეულ ოპციებზეა დამოკიდებული.

Meridian არის Meridian Audio Ltd.-ს რეგისტრირებული სავაჭრო ნიშანი. Trifield და სამ ველიანი მოწყობილობა არის Trifield Productions Ltd.-ს სავაჭრო ნიშანი.