განაახლეთ თქვენი TOUCH PRO საინფორმაციო და გასართობის სისტემა

განაახლეთ თქვენი TOUCH PRO საინფორმაციო და გასართობის სისტემა

პროგრამული უზრუნველყოფის განახლება თქვენს იაგუარში გაძლევთ წვდომას თქვენი საინფორმაციო გასართობი სისტემის უახლეს ფუნქციებსა და სერვისებზე.1

როგორ ჩართოთ უსადენო პროგრამული უზრუნველყოფის განახლებები

1. დაკავშირება

1. დაკავშირება

დააჭირეთ ღილაკს "პარამეტრები" თქვენს სენსორულ ეკრანზე და აირჩიეთ "ყველა პარამეტრი". გადადით მენიუში „დაკავშირება“ და ჩართეთ თქვენი მობილური მონაცემები „ჩართვა“-ზე, ან გაააქტიურეთ თქვენი მანქანის Wi-Fi.
2. ჩართვა

2. ჩართვა

დაუბრუნდით "ყველა პარამეტრზე" და აირჩიეთ "პროგრამული უზრუნველყოფის განახლება". ეს მენიუ გაძლევთ შესაძლებლობას ჩართოთ პროგრამული უზრუნველყოფის განახლებები. თუ ისინი გამორთულია, უბრალოდ დააჭირეთ ჩართვის ღილაკს, რომ პროგრამული უზრუნველყოფის განახლებები ჩართოთ.
3. მიღება

3. მიღება

ეს ფუნქცია ექვემდებარება წესებსა და პირობებს. თუ თქვენ წაიკითხეთ და ეთანხმებით ამ წესებსა და პირობებს, აირჩიეთ „ვეთანხმები“ ამომხტომ ფანჯარაში, პროგრამული უზრუნველყოფის განახლებების ჩასართავად.

როგორ დააინსტალიროთ უახლესი განახლებები

1. დაიწყეთ განახლება

1. დაიწყეთ განახლება

გადადით "პარაეტრებზე" > "ყველა პარამატერი" > "პროგრამული უზრუნველყოფის განახლება" და დააჭირეთ "შეამოწმეთ განახლებისთვის". თუ განახლება ხელმისაწვდომია, თქვენს სენსორულ ეკრანზე გამოჩნდება ამომხტომი ფანჯარა სამი ოფციით: „დააინსტალირე ახლა“, „შემახსენე მოგვიანებით“ ან „განახლების გამოტოვება“.
2. დაინსტალირება

2. დაინსტალირება

„დააინსტალირეთ ახლა“-ზე დაჭერის შემდეგ და წესებსა და პირობებზე დათანხმების შემდეგ, განახლება დაიწყება. თქვენ შეგიძლიათ განაგრძოთ თქვენი ავტომობილის ჩვეული გამოყენება, სანამ InControl Touch Pro სისტემა განახლდება.
3. დასრულებული

3. დასრულებული

თქვენ მიიღებთ შეტყობინებას თქვენს სენსორულ ეკრანზე, როგორც კი განახლება წარმატებით დასრულდება. თქვენი ავტომობილი ახლა განახლებულია პროგრამული უზრუნველყოფის ახალ ვერსიით.

პროგრამული უზრუნველყოფის განახლების გამოშვების შენიშვნები

თქვენ შეგიძლიათ იპოვოთ მეტი ინფორმაცია თითოეული პროგრამული უზრუნველყოფის გამოშვების შინაარსის შესახებ შემდეგი ბმულების საშუალებით.


გაქვთ შეკითხვა თქვენი იაგუარის საინფორმაციო და გასართობის სისტემის შესახებ?

ჩვენს ხშირად დასმულ კითხვებს შეიძლება უკვე ჰქონდეს პასუხი.

ყველა მანქანის განახლება შეუძლებელია OTA-ს საშუალებით.


1განახლება ექვემდებარება მფლობელის/მძღოლის თანხმობას. საჭიროა ქსელთან დაკავშირება.