ᲞᲠᲝᲒᲠᲐᲛᲣᲚᲘ ᲣᲖᲠᲣᲜᲕᲔᲚᲧᲝᲤᲘᲡ ᲒᲐᲜᲐᲮᲚᲔᲑᲔᲑᲘ

ᲞᲠᲝᲒᲠᲐᲛᲣᲚᲘ ᲣᲖᲠᲣᲜᲕᲔᲚᲧᲝᲤᲘᲡ ᲒᲐᲜᲐᲮᲚᲔᲑᲔᲑᲘ

ᲒᲐᲐᲥᲢᲘᲣᲠᲔᲑᲐ ᲗᲣ ᲒᲐᲜᲐᲮᲚᲔᲑᲐ?

თქვენი Jaguar-ის ავტომობილის განახლება შეგიძლიათ ავტომობილში ჩაშენებული საინფოტაინმენტო სისტემით. ავტომობილის განახლება მოგცემთ
უახლეს ფუნქციებს და უზრუნველყოფს თქვენი Jaguar-ის უმაღლეს სტაბილურობას.

უფრო ძველი ავტომობილებისთვის შესაძლოა საჭირო გახდეს, პირველ რიგში გააქტიუროთ პროგრამული უზრუნველყოფის განახლების ფუნქცია. უფრო ახალი ავტომობილებისთვის თქვენ უბრალოდ უნდა
აირჩიოთ, როდის დააინსტალიროთ უახლესი განახლება, როცა შეტყობინებას მიიღებთ.

ᲒᲐᲐᲥᲢᲘᲣᲠᲔᲑᲐ

ᲒᲐᲐᲥᲢᲘᲣᲠᲔᲑᲐ

2020 წლამდე რეგისტრირებული მოდელებისთვის (თუ მახასიათებელი ჯერ არ არის გააქტიურებული) პროგრამული უზრუნველყოფის განახლებების ჩართვა დაგჭირდებათ. გააქტიურების შემდეგ თქვენ შეძლებთ პროგრამული უზრუნველყოფის უახლესი ვერსიის ჩამოტვირთვას. ამას მხოლოდ სენსორულ ეკრანზე რამდენიმე შეხება დასჭირდება.
ᲒᲐᲜᲐᲮᲚᲔᲑᲐ

ᲒᲐᲜᲐᲮᲚᲔᲑᲐ

2020 წელს ან მის შემდეგ რეგისტრირებული მოდელებისთვის ავტომობილის პროგრამული უზრუნველყოფის უსადენო განახლების ტექნოლოგია ავტომატურად აწვდის იმ უსადენო განახლებებს თქვენს Jaguar-ს, რომელთა ინსტალაციაც თქვენთვის მოსახერხებელ დროს შეგიძლიათ.

ᲣᲡᲐᲓᲔᲜᲝ ᲞᲠᲝᲒᲠᲐᲛᲣᲚᲘ ᲣᲖᲠᲣᲜᲕᲔᲚᲧᲝᲤᲘᲡ ᲒᲐᲜᲐᲮᲚᲔᲑᲔᲑᲘᲡ ᲐᲥᲢᲘᲕᲐᲪᲘᲘᲡ ᲬᲔᲡᲘ

ᲜᲐᲑᲘᲯᲘ 1 — ᲓᲐᲙᲐᲕᲨᲘᲠᲔᲑᲐ

ᲜᲐᲑᲘᲯᲘ 1 — ᲓᲐᲙᲐᲕᲨᲘᲠᲔᲑᲐ

დააჭირეთ სენსორულ ეკრანზე „პარამეტრების“ ხატულას და შეიყვანეთ „ყველა პარამეტრი“. გადადით „დაკავშირების“ მენიუში და ჩართეთ მობილური მონაცემები „ჩართულზე“ ან გაააქტიურეთ მანქანის Wi-Fi.
ᲜᲐᲑᲘᲯᲘ 2 — ᲩᲐᲠᲗᲕᲐ

ᲜᲐᲑᲘᲯᲘ 2 — ᲩᲐᲠᲗᲕᲐ

დაბრუნდით „ყველა პარამეტრზე“ და აირჩიეთ „პროგრამული უზრუნველყოფის განახლება“. ეს მენიუ პროგრამული უზრუნველყოფის განახლებების ჩართვის ვარიანტს გთავაზობთ. თუ ისინი გამორთულია, ჩასართავად, უბრალოდ, დააჭირეთ ღილაკს, რათა პროგრამული უზრუნველყოფის განახლებები „ჩართოთ“.
ᲜᲐᲑᲘᲯᲘ 3 — ᲓᲐᲗᲐᲜᲮᲛᲔᲑᲐ

ᲜᲐᲑᲘᲯᲘ 3 — ᲓᲐᲗᲐᲜᲮᲛᲔᲑᲐ

გამოჩნდება „წესებისა და პირობების" ამომხტარი ფანჯარა. პროგრამული უზრუნველყოფის განახლებების გასააქტიურებლად დააჭირეთ „დათანხმებას".

ᲣᲡᲐᲓᲔᲜᲝ ᲞᲠᲝᲒᲠᲐᲛᲣᲚᲘ ᲣᲖᲠᲣᲜᲕᲔᲚᲧᲝᲤᲘᲡ ᲒᲐᲜᲐᲮᲚᲔᲑᲘᲡ ᲓᲐᲘᲜᲡᲢᲐᲚᲘᲠᲔᲑᲘᲡ ᲬᲔᲡᲘ

ᲜᲐᲑᲘᲯᲘ 1 – ᲒᲐᲜᲐᲮᲚᲔᲑᲘᲡ ᲓᲐᲬᲧᲔᲑᲐ

ᲜᲐᲑᲘᲯᲘ 1 – ᲒᲐᲜᲐᲮᲚᲔᲑᲘᲡ ᲓᲐᲬᲧᲔᲑᲐ

შეგიძლიათ, შეამოწმოთ InControl Touch Pro პროგრამული უზრუნველყოფის განახლებები აქ: „პარამეტრები“ > „ყველა პარამეტრი“ > „პროგრამული უზრუნველყოფის განახლება“ და დააჭირეთ ღილაკს „განახლების შემოწმება“. თუ განახლება ხელმისაწვდომია, სენსორულ ეკრანზე გამოჩნდება ამომხტარი ფანჯარა სამი ვარიანტით: „ახლავე დაინსტალირება“, „მოგვიანებით შემახსენე“ ან „განახლების გამოტოვება“.
ᲜᲐᲑᲘᲯᲘ 2 — ᲓᲐᲘᲜᲡᲢᲐᲚᲘᲠᲔᲑᲐ

ᲜᲐᲑᲘᲯᲘ 2 — ᲓᲐᲘᲜᲡᲢᲐᲚᲘᲠᲔᲑᲐ

„ახლავე დაინსტალირებაზე" დაჭერისა და წესებსა და პირობებზე დათანხმების შემდეგ განახლება დაიწყება. InControl Touch Pro-ს განახლებისას შეგიძლიათ გააგრძელოთ თქვენი ავტომობილის ჩვეულებრივი გამოყენება.
ᲜᲐᲑᲘᲯᲘ 3 — ᲓᲐᲡᲠᲣᲚᲔᲑᲐ

ᲜᲐᲑᲘᲯᲘ 3 — ᲓᲐᲡᲠᲣᲚᲔᲑᲐ

განახლების წარმატებით დასრულების შემდეგ სენსორულ ეკრანზე შეტყობინებას მიიღებთ. თქვენი მანქანა ახლა განახლებულია პროგრამული უზრუნველყოფის ახალი ვერსიით.

ᲞᲠᲝᲒᲠᲐᲛᲣᲚᲘ ᲣᲖᲠᲣᲜᲕᲔᲚᲧᲝᲤᲘᲡ ᲒᲐᲜᲐᲮᲚᲔᲑᲘᲡ ᲒᲐᲛᲝᲨᲕᲔᲑᲘᲡ ᲨᲔᲜᲘᲨᲕᲜᲔᲑᲘ

Თითოეული პროგრამული უზრუნველყოფის ვერსიის შინაარსი იხილეთ ქვემოთ მოცემული ბმულების გამოყენებით:

ᲧᲕᲔᲚᲐᲡ ᲒᲐᲮᲡᲜᲐ
19A3 — ᲞᲠᲝᲒᲠᲐᲛᲣᲚᲘ ᲣᲖᲠᲣᲜᲕᲔᲚᲧᲝᲤᲘᲡ ᲒᲐᲛᲝᲨᲕᲔᲑᲘᲡ ᲨᲔᲜᲘᲨᲕᲜᲔᲑᲘ
19A4 — ᲞᲠᲝᲒᲠᲐᲛᲣᲚᲘ ᲣᲖᲠᲣᲜᲕᲔᲚᲧᲝᲤᲘᲡ ᲒᲐᲛᲝᲨᲕᲔᲑᲘᲡ ᲨᲔᲜᲘᲨᲕᲜᲔᲑᲘ
19B — ᲞᲠᲝᲒᲠᲐᲛᲣᲚᲘ ᲣᲖᲠᲣᲜᲕᲔᲚᲧᲝᲤᲘᲡ ᲒᲐᲛᲝᲨᲕᲔᲑᲘᲡ ᲨᲔᲜᲘᲨᲕᲜᲔᲑᲘ

ᲞᲠᲝᲒᲠᲐᲛᲣᲚᲘ ᲣᲖᲠᲣᲜᲕᲔᲚᲧᲝᲤᲘᲡ ᲒᲐᲜᲐᲮᲚᲔᲑᲔᲑᲘᲡ ᲮᲨᲘᲠᲐᲓ ᲓᲐᲡᲛᲣᲚᲘ ᲙᲘᲗᲮᲕᲔᲑᲘ

ᲧᲕᲔᲚᲐᲡ ᲒᲐᲮᲡᲜᲐ
ᲖᲝᲒᲐᲓᲘ ᲛᲘᲛᲝᲮᲘᲚᲕᲐ
ᲘᲡ, ᲗᲣ ᲠᲝᲒᲝᲠ ᲣᲜᲓᲐ ᲓᲐᲐᲙᲐᲕᲨᲘᲠᲝᲗ ᲛᲐᲜᲥᲐᲜᲐ
ᲘᲡ, ᲗᲣ ᲠᲝᲒᲝᲠ ᲣᲜᲓᲐ ᲒᲐᲐᲐᲥᲢᲘᲣᲠᲝᲗ ᲞᲠᲝᲒᲠᲐᲛᲣᲚᲘ ᲣᲖᲠᲣᲜᲕᲔᲚᲧᲝᲤᲘᲡ ᲒᲐᲜᲐᲮᲚᲔᲑᲔᲑᲘ
ᲘᲡ, ᲗᲣ ᲠᲝᲒᲝᲠ ᲣᲜᲓᲐ ᲨᲔᲡᲠᲣᲚᲓᲔᲡ ᲞᲠᲝᲒᲠᲐᲛᲣᲚᲘ ᲣᲖᲠᲣᲜᲕᲔᲚᲧᲝᲤᲘᲡ ᲒᲐᲜᲐᲮᲚᲔᲑᲐ
ᲞᲠᲝᲑᲚᲔᲛᲘᲡ ᲒᲐᲓᲐᲭᲠᲐ