

გარდაქმნის ჩვენი სტრატეგია 2021 წელს გამოცხადდა — დადასტურდა, რომ Jaguar მთლიანად ელექტროსისტემაზე გადავა 2039 წლამდე ნახშირბადის ნულოვანი გამოყოფის მიზნის ფარგლებში.
Jaguar-ის ყველა მოდელი გაუმჯობესდა და განახლდა, ჩვენი სრული თავდადება კი უცვლელია პროდუქციის ამჟამინდელი ხაზისა და ჩვენი კლიენტების მიმართ. ეს ცვლილებები ყველაზე ნათლად 2024 წლის მოდელის ავტომობილებში აისახება, ყველა ახალ SUV-სა და სედანში ელექტრიფიცირებული ძრავის ვარიანტებით.
Jaguar გააგრძელებს Jaguar-ის ავტომობილებით საცალო ვაჭრობასა და მათ მიწოდებას გლობალურად. Jaguar-ის მომსახურების ქსელი კვლავ სრულად ფუნქციონირებს და გააგრძელებს ამჟამინდელ კლიენტებზე ზრუნვასა და მათთვის ყურადღების მიქცევას უპრეცედენტო დონით. დილერები გააგრძელებენ Jaguar-ის პროდუქციისთვის მომსახურების გაწევას, დააკმაყოფილებენ ნებისმიერ მოთხოვნას გარანტიის ფარგლებში და უზრუნველყოფენ როგორც პროგრამულ განახლებებს, ისე კლიენტთა საუკეთესო მხარდაჭერას. დაგეგმილი ტექნიკური მომსახურება და დახმარება გზაზე, პლუს Jaguar InControl® Remote & Protect™ კვლავ მხარდაჭერილი იქნება. ჩვენ მზად ვართ, ყოველდღე სადღეღამისო რეჟიმში ვიზრუნოთ თქვენზე და თქვენს Jaguar-ზე.
თქვენ შეიძლება შეამჩნიოთ გარკვეული ცვლილებები, სანამ ჩვენ ვაუმჯობესებთ საცალო ვაჭრობის ქსელს და ვახდენთ მის ოპტიმიზაციას საუკეთესო მომსახურების უზრუნველსაყოფად, თუმცა ჩვენი სერვისების ქსელი თქვენს სამსახურში დარჩება. ადგილობრივი დილერის საპოვნელად განახორციელეთ ძიება აქ.
იმისთვის, რომ ნახოთ უახლოესი სერვისცენტრი, რომელიც შეძლებს თქვენი Jaguar-ისთვის ტექნიკური მომსახურების გაწევას, გადადით აქ.
შეგიძლიათ, დარწმუნებული იყოთ, რომ ჩვენი დილერები გააგრძელებენ Jaguar-ის პროდუქციისთვის მომსახურების გაწევას, დააკმაყოფილებენ ნებისმიერ მოთხოვნას გარანტიის ფარგლებში და უზრუნველყოფენ როგორც პროგრამულ განახლებებს, ისე კლიენტთან საუკეთესო მხარდაჭერას. იპოვეთ ადგილობრივი დილერი აქ.
ჩვენ გავაგრძელებთ სერვისებისა და ტექნიკური მომსახურების კუთხით თქვენი ყველა მოთხოვნის დაკმაყოფილებას. დამატებითი ინფორმაციისთვის გაესაუბრეთ თქვენს დილერს.
დიახ. განახლებები გაიგზავნება თქვენს მანქანაში, როგორც კი ხელმისაწვდომი გახდება — ეს მოიცავს ქურდობისგან დაცვის უახლეს ზომებს.
დიახ, არ იქნება შეფერხება თქვენი სტანდარტული ან გახანგრძლივებული გარანტიის ან/და მომსახურების გეგმის მოქმედების კუთხით. თქვენი მომსახურების გეგმის გამოყენება შესაძლებელია ნებისმიერ დილერთან, რომელიც მომსახურებას უწევს Jaguar-ის ავტომობილებს.
ჩვენ კვლავ მოგაწვდით თქვენი Jaguar-ისთვის სხვადასხვა აქსესუარს, როგორიცაა საბარგულის საფენები ან სახურავის ყუთები. დამატებითი ინფორმაციისთვის გაესაუბრეთ თქვენს ადგილობრივ დილერს აქ.
Jaguar-ის მიზანია, მხარი დაუჭიროს ჩვენს კლიენტებს და უზრუნველყოს ფლობის განსაკუთრებული გამოცდილება. გახანგრძლივებული გარანტიები და მომსახურების გეგმები ხელმისაწვდომი იქნება თქვენი დილერისგან შესაძენად. იპოვეთ ადგილობრივი დილერი აქ.
*ბაზარზეა დამოკიდებული.