
როდესაც თქვენს Jaguar-ს სჭირდება ტექნიკური მომსახურება ან შეკეთება, თქვენი განრიგი ჩვენთვის პრიორიტეტია. ჩვენ გთავაზობთ:
• ავტომობილის თქვენთვის სასურველი ადგილიდან მოსახერხებელი გადაყვანა და დაბრუნება.
• ჩანაცვლებითი ავტომობილი, რათა გადაადგილება არ შეგეზღუდოთ.
• დახვეწილი ლაუნჯ სივრცე უფასო Wi-Fi-თი — ლოდინის განმავლობაში იდეალურია დასასვენებლად ან დროის პროდუქტიულად გასატარებლად.


ძარის ავტორიზებული სერვისცენტრების ჩვენი ქსელი მზად არის, თქვენს Jaguar-ს თავდაპირველი სრულყოფილება დაუბრუნოს. ჩვენი სერტიფიცირებული ტექნიკოსები გადიან მწარმოებლის მაღალი სტანდარტების შესაბამის ტრენინგს და იყენებენ უახლეს დიაგნოსტიკურ ტექნოლოგიას, უპირატესად შეაკეთებენ როგორც მცირე კოსმეტიკურ დაზიანებებს, ასევე ახორციელებენ სერიოზულ სტრუქტურულ აღდგენას — თქვენი Jaguar-ის პრემიუმ ხარისხის, წარმადობისა და უნაკლობის შესანარჩუნებლად.

Castrol™ წარმოადგენს Jaguar-ის საპოხი მასალების გლობალურ პარტნიორს. Jaguar-ის ყოველი ძრავი თავის მოგზაურობას Castrol-ის ზეთით იწყებს. ტექმომსახურებისას Jaguar-ის მფლობელები იღებენ იმავე მაღალი ეფექტიანობის ზეთს, რომელსაც ქარხანაში ვიყენებთ, შექმნილს მაქსიმალური წარმადობის მისაღებად.


ჩვენი სერვისცენტრის გუნდები მომსახურებას ხარისხის კონტროლის მკაცრი პროცედურების დაცვით ატარებენ, რათა შეინარჩუნონ ის გამორჩეული სტანდარტები, რომლებსაც Jaguar-ისგან ელით.
ყოველი ავტომობილი გადის სრულყოფილ შემოწმებას, რომელიც მოიცავს:
• ავტომობილის უსაფრთხოების ინსპექცია — დეტალურად მოწმდება ყველა ძირითადი სისტემა: საჭე, მუხრუჭები, გარე განათება, ბორბლები, საბურავები და სითხეების დონე, რათა უზრუნველყოფილ იქნეს ოპტიმალური ეფექტიანობა და უსაფრთხოება.
• ინტერიერისა და ექსტერიერის მდგომარეობა — ყოველი დეტალი ყურადღებით მოწმდება და ფიქსირდება, რათა შეუფერხებლად შენარჩუნდეს თქვენი Jaguar-ის შეუდარებელი ვიზუალი.
• სერვისის ვერიფიკაცია — იმის დეტალური დადასტურება, რომ ყველა შეთანხმებული მომსახურება უმაღლესი სტანდარტებით შესრულდა.
• წარდგენის სრულყოფილება — ავტომობილი პროფესიონალურად იწმინდება და მზადდება მეპატრონისთვის გადასაცემად ისე, რომ ისევე დახვეწილად გამოიყურებოდეს, როგორც იმ დღეს, როცა ის პირველად მიიღეთ.
ხარისხის კონტროლის პროცედურები შესაძლოა მდებარეობის მიხედვით განსხვავდებოდეს. თქვენი დილერი სიამოვნებით მოგაწვდით სერვისცენტრში ჩატარებული შემოწმებების შესახებ დეტალურ ინფორმაციას.




სრული წესებისა და პირობების შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის, გთხოვთ, დაუკავშირდეთ თქვენს ოფიციალურ დილერს. მომსახურებაზე ხელმისაწვდომობა ადგილმდებარეობის მიხედვით შეიძლება განსხვავდებოდეს.