ზეთისა და საპოხი მასალების ტექნოლოგია

ზეთისა და საპოხი მასალების ტექნოლოგია

Jaguar-ის ორიგინალი ზეთის ფილტრები

დარწმუნდით, რომ თქვენი Jaguar დაცულია

Jaguar-ის ზეთის ორიგინალი ფილტრები შექმნილია საგულდაგულო შემუშავების პროცესის შედეგად, რაც მოიცავს ძრავის ათასობით საათიან ტესტირებას და ასობით ათასი კილომეტრის გავლას ექსტრემალურ კლიმატურ პირობებში.


ზეთის ორიგინალი ფილტრების გამოყენებით და მათი რეკომენდებულ ინტერვალებში ჩანაცვლებით ხელს უწყობთ იმ სიზუსტის, საიმედოობისა და დახვეწილი ეფექტიანობის შენარჩუნებას, რისთვისაც თქვენი Jaguar შეიქმნა.

CASTROL EDGE PROFESSIONAL

Castrol™ წარმოადგენს Jaguar-ის საპოხი მასალების გლობალურ პარტნიორს. Jaguar-ის ყოველი ძრავი თავის მოგზაურობას Castrol-ის ზეთით იწყებს. ტექმომსახურებისას Jaguar-ის მფლობელები იღებენ იმავე მაღალი ეფექტიანობის ზეთს, რომელსაც ქარხანაში ვიყენებთ, შექმნილს მაქსიმალური წარმადობის მისაღებად.

ერთობლივი ინჟინერია თქვენი ძრავისთვის იდეალური ზეთის შესაქმნელად

ერთობლივი ინჟინერია თქვენი ძრავისთვის იდეალური ზეთის შესაქმნელად

Jaguar-ის ინჟინრებმა და Castrol-ის ტექნოლოგებმა მჭიდროდ ითანამშრომლეს, რათა შეექმნათ ზეთები, რომლებიც ზუსტად შეესაბამება Jaguar-ის ძრავების მოთხოვნებს. ამ ერთობლივი ინჟინრული მიდგომის მეშვეობით, Castrol Professional Oils მათი შემუშავების პროცესში Jaguar-ის ძრავებში გადის მკაცრ ტესტირებას, რაც ხელს უწყობს გამორჩეული ეფექტიანობისთვის, საწვავის უფრო რაციონალური ხარჯვისა და CO2-ის შემცირებული ემისიების მისაღწევად ტექნოლოგიების ოპტიმიზაციას.

ჩვენი ყველაზე ძლიერი ზეთი ტიტანივით მტკიცეა

ჩვენი ყველაზე ძლიერი ზეთი ტიტანივით მტკიცეა

Castrol EDGE Professional, TITANIUM FST™-ის გაუმჯობესებული ტექნოლოგიით, უზრუნველყოფს ზეთის აპკის ორჯერ მეტ გამძლეობას, რაც ხელს უწყობს გადახურებისა და ხახუნის შემცირებას, რათა თქვენმა Jaguar-მა მარტივად მიღწეული სიმძლავრითა და სიზუსტით იმუშაოს.


დადასტურებულია, რომ კონკურენტ ბრენდთან შედარებით 45%-ით უკეთ ამცირებს ლითონზე ლითონის კონტაქტს. შექმნილია ძრავისა და მძღოლის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.*