AMAZON ALEXA

სწრაფი, მარტივი, ინტუიციური.


*Amazon Alexa-ს ხელმისაწვდომობა დამოკიდებულია ბაზარზე. გთხოვთ, გადაამოწმოთ თქვენს დილერთან

AMAZON ALEXA

ცხოვრება გამარტივდა

Amazon Alexa1 გაკავშირებთ თქვენი სამყაროს კიდევ უფრო დიდ ნაწილთან — სანამ ხელები საჭეზე გექნებათ და თვალები კი გზაზე ფოკუსირებული. ბუნებრივად და ინტუიციურად, თქვენი ხმით მართეთ ნავიგაცია და მუსიკა, მათ შორის, Spotify2. ასევე შეგიძლიათ დარეკოთ, მოუსმინოთ აუდიოწიგნებს, მოისმინოთ ახალი ამბები, შეამოწმოთ ამინდი და აკონტროლოთ ჭკვიანი სახლის თავსებადი მახასიათებლები3 თქვენი Jaguar-იდან.

დაგჭირდებათ

ამ უფასო განახლების ინსტალაციისა და Alexa-ს უპირატესობებით სარგებლობისთვის დაგჭირდებათ შემდეგი:

Pivi Pro

Pivi Pro

Amazon Alexa-ს გასაშვებად მანქანას უნდა ჰქონდეს Pivi Pro4 საინფორმაციო სისტემა.
ონლაინ-პაკეტის გამოწერა

ონლაინ-პაკეტის გამოწერა

Alexa-ს ინტერნეტ კავშირი სჭირდება. ონლაინ-პაკეტის5 გამოწერა თქვენს კავშირს უზრუნველყოფს.
InControl-ის ანგარიში

InControl-ის ანგარიში

Amazon ანგარიშის დასაკავშირებლად მანქანასთან, პირველ რიგში, დაგჭირდებათ InControl-ის ანგარიში.
AMAZON-ის ანგარიში

AMAZON-ის ანგარიში

შედით Amazon-ის ანგარიშში, რათა Alexa-ს უპირატესობებით ისარგებლოთ მანქანაში.

AMAZON ALEXA-ს ინსტალაციის სახელმძღვანელო

ჩამოტვირთეთ მომხმარებლის სახელმძღვანელო PDF ფორმატში, თუ გსურთ ინსტალაციის დასრულება წერილობითი ინსტრუქციების გამოყენებით.

შეამოწმეთ მანქანის პარამეტრები

თქვენი მანქანა შესაძლოა უკვე დაყენებული იყოს Alexa-ს გააქტიურებისთვის. გამოიყენეთ საკონტროლო სია, რათა დარწმუნდეთ, რომ ყველაფერი გაქვთ, რაც პროცესის დასაწყებად გჭირდებათ.

გაააქტიურეთ და დააკავშირეთ ALEXA

დაყენების დასრულების შემდეგ, გვერდით ზოლში გამოჩნდება Alexa-ს ხატულა „შეეხეთ სასაუბროდ“. Alexa ახლა მზადაა გამოსაყენებლად.

მაქსიმალურად გამოიყენეთ ALEXA

მრავალი ხმოვანი ბრძანება თქვენს ცხოვრებას უფრო მარტივს და სახალისოს ხდის — შეიტყვეთ Alexa-ს გამოყენების ყველა განსხვავებული გზის შესახებ.

ხშირად დასმული კითხვები

ყველას გახსნა
რა მოხდება, თუ მანქანას სხვას ვათხოვებ?
მე ვწუხვარ ჩემი კონფიდენციალურობის გამო. შემიძლია, დროებით გამოვრთო Alexa?
მჭირდება თუ არა Amazon Prime-ის ანგარიში? რას ვიღებ Amazon Prime-ის ანგარიშით?
შემიძლია Alexa-ს გამოყენება სხვა ენაზე?
შემიძლია გამოღვიძების სიტყვის შეცვლა?
უნდა მივცე თუ არა Alexa-ს ჩემს მდებარეობაზე წვდომა?
რას ნიშნავს Pivi Pro-ს ეკრანის ზედა ნაწილში წითელი ჰორიზონტალური „Alexa Chrome“ ზოლი?
შეუძლია თუ არა Alexa-ს ორი ენის გაგება?
რატომ ჩნდება ლურჯი ჰორიზონტალური „Alexa Chrome“ ზოლი 1-2 წამის განმავლობაში და შემდეგ ქრება, იმის მიუხედავად, რომ გამოღვიძების სიტყვა არ წარმოთქმულა?
იგზავნება თუ არა საუბრები Amazon-ში?
ხელმისაწვდომია თუ არა Amazon Music უფასოდ?

1ავტომობილის შიდა სისტემის ფუნქციები მძღოლმა მხოლოდ მაშინ უნდა გამოიყენოს, როდესაც ამის გაკეთება უსაფრთხოა. მძღოლები დარწმუნებულნი უნდა იყვნენ, რომ ყოველთვის სრულად აკონტროლებენ ავტომობილს. Amazon Alexa მხოლოდ კონკრეტულ ბაზრებზეა ხელმისაწვდომი. Amazon, Alexa და ყველა დაკავშირებული ნიშანი Amazon.com, Inc.-ის ან მისი შვილობილი კომპანიების სავაჭრო ნიშნებს წარმოადგენს. Alexa-ს ზოგი ფუნქცია ჭკვინი სახლის ტექნოლოგიაზეა დამოკიდებული.  


2Amazon მუდმივად აახლებს მხარდაჭერილი მედიასტრიმინგის პროვაიდერების რაოდენობას. გამოყენებისთვის სერტიფიცირებულია შემდეგი პროვაიდერები: Spotify, TuneIn, Amazon Music, Audible, Kindle, iHeartRadio და Pandora.  


3ჭკვიანი სახლის ფუნქციონირებისთვის საჭიროა დამატებითი პროდუქტები და დაყენება.  


4Pivi, Pivi Pro და InControl მახასიათებლები, ვარიანტები, მესამე მხარის სერვისები და მათი ხელმისაწვდომობა ბაზარზეა დამოკიდებული. ადგილობრივი ბაზრის ხელმისაწვდომობისა და სრული პირობების შესახებ ინფორმაციისთვის Jaguar-ის დილერს დაუკავშირდით. გამოწერას მოყვება გარკვეული მახასიათებლები, რომლებიც თქვენი დილერის მიერ რჩეული საწყისი ვადის შემდეგ შემდგომ განახლებას საჭიროებს. მობილური ქსელის ნებისმიერ ადგილას კავშირი გარანტირებული არ არის. InControl ტექნოლოგიასთან დაკავშირებით ნაჩვენები ინფორმაცია და სურათები, მათ შორის ეკრანები ან თანმიმდევრობა, არჩეული ვარიანტების მიხედვით პროგრამული უზრუნველყოფის განახლებებს, ვერსიის კონტროლსა და სხვა სისტემურ/ვიზუალურ ცვლილებებს ექვემდებარება. დაკავშირებული ნავიგაცია თქვენი Land Rover-ს დილერის მიერ რეკომენდებული საწყისი ვადის შემდეგ შემდგომ გამოწერას საჭიროებს.  


5ონლაინ-პაკეტის 12-თვიანი გამოწერა. ხელმისაწვდომია მხოლოდ დაკავშირებულ ბაზრებზე. იმისათვის, რომ გააგრძელოთ შესაბამისი მახასიათებლის გამოყენება მისი საწყისი გამოწერის პერიოდის შემდეგ, უნდა განაახლოთ გამოწერა და გადაიხადოთ განახლების მოქმედი საფასური.  


იმისათვის, რომ გააგრძელოთ შესაბამისი მახასიათებლის გამოყენება მისი საწყისი გამოწერის პერიოდის შემდეგ, თქვენ უნდა განაახლოთ თქვენი გამოწერა და გადაიხადოთ განახლების მოქმედი საფასური.