იაგუარის ყველა ორიგინალი ნაწილი წარმოებულია იმავე მახასიათებლებით, როგორც იაგუარზე მორგებული ნაწილები. ეს ნიშნავს, რომ როდესაც თქვენ ყიდულობთ ერთს, თქვენ იძენთ სრულყოფლ დიზაინს, კონსტრუქციას და ტესტირებას.
მუხრუჭი - გასაოცარი გამაჩერებელი ძალა
ჩვენ ვართ პირველი მწარმოებლები, რომლებიც ვიყენებთ დისკების მუხრუჭს ჩვენი წარმოების მანქანებზე და მუხრუჭი რჩება მანქანის ერთ-ერთ ასპექტად. სამუხრუჭე დისკები და დისკოები მუშავდება გამოწვლილვით 12 თვის მანძილზე მის დამტკიცებამდე. ისეთი ატრიბუტები როგორიცაა დასაშვები ზღვრიდან გადახრა, ფორსირების სატნდარტული მაჩვენებლიდან გადახრა, წონა და მასალის შემადგენლობა უზუსტესადაა გათვლილი, რაც საშუალებას გვაძლევს დავძლიეთ ისეთი საკითხები როგორიცაა სწრაფი მუხრუჭი, ცვეთის დაბალი მაჩვენებელი, დათხელება, ხმაური და დაუბალანსებელი მუხრუჭი.
იაგუარის ორიგინალი სამუხრუჭე დისკები და დისკოები მუშავდება ხუთი უმკაცრესი კრიტერიუმის დასაკმაყოფილებლად, თითოეული მათგანი მოიცავს უნიკალურ ტესტებს.
ფუნქციონირება
სამუხრუჭის ფუნქციონირებასთან დაკავშირებით ჩვენი უკომპრომისო დამოკიდებულება შეგიძლიათ იხილოთ გერმანიაში, ნურბურგრინგის „ნორდშლეიფის“ სარბოლ ბილიკზე; სამუხრუჭე დისკები და დისკოები უნდა იყოს მარტივად მოხმარებადი არაუმცირეს 22 ძლიერი მოხვევისას 20 კმ წრეზე.
სრულყოფილება
ორიგინალი სამუხრუჭე დისკების და დისკოების ტესტირება ხდება სხვადასხვა ტემპერატურულ პირობებში, მოყოლებული კალიფორნიის მკვდარი ველის 1200 F -დან, ჩრდილოეთ შვედეთის არქტიკული ნულს ქვემოთ ყინვიანი კლიმატით დასრულებული.
სტაბილურობა
ჩვენი სამუხრუჭე დისოები და საფენედი ძლიერ დაჭიმვას განიცდიან ალპების ქარიან სამთო გზებზე. გზებზე მიდის დატვირთული ავტომობილები დასარწმუნებლად, რომ მუხრუჭები რჩება სტაბილური და მყარი.
პედალის შეგრძნება
იაგუარის მუხრუჭი გადის წარმოების სტანდარტულ, მუხრუჭის AMS ცვეთის ტესტს. ავტომობილი სწრაფად კრებს სიჩქარეს 100 კმ-სთ-მდე, შემდეგ ამუხრუჭებს რამდენადაც შესაძლებელია ძლიერად ვიდრე ავტომობილი არ გაჩერდება. ეს სწრაფი პროცედურა მეორდება უზყვეტად 12 ცილის ოდენობით.
პარკირება
იაგუარის სამუხრუჭე სისტემა მუშაობს ხანგრძლივად და ძლიერად ისე, რომ ხუნდების და საფენების ტემპერატურა აჭარბებს 500°C, ფუნქციონირების შეფერხების გარეშე. ტემპერატურის ამ გასაოცარი მაჩვენებლის შემდეგაც კი, იაგურის სამუხრუჭე ხუნდები და საფენები უნდა ინარჩუნებდეს საკმარის სიმძლავრეს, ხელის მუხრუჭის 18% დახრის დროს გამოყენებისას.
გამონაბოლქვი - იაგუარის უშეცდომო ხმა
იაგუარის გამონაბლქვის სისტემა სპეციალურად დამუშავებულია გზებისათვის, მოძრაობის დროს ინარჩუნბს რაფინირებულობას.
თვეების განმავლობაში მუშავდება ტონალური დიაპაზონი, რომელიც თავისთავად ექვემდებარება კანონისმიერ მოთხოვნებს.
გამონაბოლქვს სისტემის გასაოცარი ხმა ისახება მის მატერიალურ მახასიათებლებში.
უჟანგავი ლითონი სპეციალურადაა არჩეული, რომ გაუძლოს გამონაბოლქვის ტემპერატურის 700ºC-ზე მაღალ მაჩვენებელს და მთლიან გამონაბოლქვის სისტემას ანიჭებს დაცულ და გამძლე სტრუქტურას. დამუშავებისა და დამტკიცების პროცესის განმავლობაში, იაგუარის გამონაბოლქვის სისტემა წარმოადგენს 1000 საათიანი ტესტირების საგანს სპეციალური დინამომეტრის ტესტის მეშვეობით, რომელიც ახდენს სხვადასხვა სამართავი პირობის სიმულაციას. ათასობით საათის მანძილზე გადის გამონაბოლქვის სისტემა ტესტირებას ძრავის უმაღლესი სისწრაფის მაჩვენებელზე, ხშირად ტესტირების ზღვარი სცილდება ნორმალური მოხმარების ზღვრულ მაჩვენებელს.
დამუშავების პროცესი ასევე უზრუნველყოფს იაგუარის ძრავის მართვის სისტემის სპეციფიურ კალიბრაციას და უთითებს გამონაბოლქვი სისტემის მახასიათებლებს. საბოლოო შედეგი გახლავთ ოპტიმალური ფუნქციონირება და საწვავის ეკონომია; ეს სწორედ ის სარგებელია, რომელიც მიუწვდომელია დაბალი ხარისხის გამონაბოლქვის სისტემისათვის ან არ ითვლება იაგუარის მაღალ სტანდარტად.
ალუმინის დისკები - სილამაზე უბრალოდ დასაწყისია
იაგუარის ალუმინის დისკები წარმოადგენს ვიზუალურ აღმაფრთოვანებელ ელემენტს, რომელც ხაზს უსვამს იაგუარის სპორტულ ნატურას. თავი, რომ დავანებოთ დახვეწილ დიზაინს, დისკები გვთავაზობს სტრუქტურის, ფუნქიონირების, გამძლეობისა და უსაფრთხოების უკომპრომისო სტანდარტებს.
სტრუქტურა
იაგუარის ორიგინალი ალუმინის დისკები იყენებს ალუმინისა და სილიკონის კომპონენტებს, რომელიც გვთავაზობს ოპტიმალურ გამძლეობას და სიძლიერეს. ყურადღება საინჟინრო-ტექნოლოგიის ხარისხიდან გადადის წარმოების ფაზაზე, სადაც იაგუარის ყველა ორიგინალი ალუმინის დისკი გადის რენტგენოლოგიურ შემოწმებას ნაკაწრებზე. იმ შემთხვევაშიც კი თუ დადგინდება უმცირესი ნაკაწრიც კი კიდეზე, კონსტრუქციის სიმტკიცისადმი უკომპრომისო დამოკიდებულება ნიშნავს, რომ დისკი დაიბრაკება.
ფუნქციონირება
ორიგინალი ალუმინის დისკები მუშავდება უმაღლესი გეომეტრიული და ბალანსის სტანდარტების შესაბამისად. ყველა, ორიგინალი ალუმინის დისკი ასევე უზრუნველყოფს სამუხრუჭე ხუნდების ზუსტ დახრას.
გამძლეობა
ხორციელდება დამუშავების ინტენსიური პროგრამა ვიდრე საექსპლუატაციოდ დამტკიცდება იაგუარის ალუმინის დისკები. ალუმინის დისკებზე ტარდება 12 კვირიანი კოროზიის ტესტი. ეს ტესტი ამოწმებს ალუმინის დისკების ისეთი კოროზიული სითხეებისადმი მდგრადობას როგორიცაა საწმენდი სითხეები, სამუხრუჭე სითხეები, საწვავი და სხვა სითხეები, რომლებიც მეტნაკლებად შეიცავენ მჟავეებსა და ტუტეებს. ამასთანავე, ალუმინის დისკებზე ასევე ათასობით საათის მანძლზე ხორციელდება მარილის შეფრქვევის ტესტი და ულტრაიისფერი გამოსხივების ტესტი; ორივე ტესტი სპეციფიურადაა შექმნილი ურთულეს პირობებში გამძლეობის მონიტორინგისათვს.
უსაფრთხოება
ყველაზე რთული ტესტი, პერკუსიის ტესტი ახდენს ბორდიულზე შეჯახების სიმულირებას და წარმოაჩენს ალუმინის დისკების რთულ და ძლიერ მხარეებს. ალუმინის დისკებზე ხორციელდება ზედმიწევნითი დაკვირვება ოპტიმალური სტრუქტურული თვისების წარმოსაჩენად, რომელიც უზრუნველყოფს ოპტიმალურ უსაფრთხოებას და შეჯახების შემცირებას მგზავრებისა და ავტომობილისათვის.
დამატებითი მონაცემებისათვის იაგუარის ალუმინის დისკებთან დაკავშირებით ჩამოტვირთეთ ონლაინ აქსესუარების კატალოგი
საწვავის ფილტრები - უხილავი მინაევებისაგან დაცვა
ყოველთვის არსებობს რისკი, რომ თქვენს ავტომობილში შემავალი საწვავის შესაძლოა შეიცავდეს ჭუჭყის ქვიშის ან კოროზიული მეტალის ჟანგის ნაწილებს. ზოგიერთი მათგანის დაფიქსირება შესაძლებელია მიკრონის დონეზე (ერთი მიკრონი გახლავთ მეათასედი მილიმეტრის ექვივალენტი). თუ საწვავის ფილტრს აქვს ცუდი ფილტრაციის დონე, აბრაზიული ნაწილაკები აღწევს მასში და შესაძლოა გადავიდეს საწვავის ინჟექტორში და მის გარემომცველ კომპონენტებში, რომელიც პოტენციურად ახდენს გავლენას სიმძლავრეზე, გამონაბულქვზე, ხმაურზე და საწვავის ეკონომიაზე.
~ ეს ცვლილება კრიტიკულია თქვენი იაგუარისათვის. დაბალი ხარისხის და შემადგენლობის საწვავის ფილტრი ასევე აჩქარებს ცვეთას და საწვავის ინჟექტორების და საწვავის გადაქაჩვის დაზიანებას; ეს ყველაფერი ხდება რთული და ძვირადღირებული პრობლემა.
იაგუარი გთავაზობთ საწვავის ორიგინალ ფილტრებს, რომელიც უზრუნველყოფს ბენზინისა და დიზელის ძრავების მაღალ დონეზე დაცვას კოროზიული და საზიანო პროდუტებისაგან. იაგუარის ორიგინალი საწვავის ფილტრები შექმნილია დიზელის ძრავებისათვის, მაგალითად, შექმნილია 93.5% ეფექტურობისათვის ბლოკირების ნაწილაკებით 3-5 მიკრობის ზღვარზე; ფილტრაციას ახორციელებს მიკროსკოპულ დონეზე. ასევე ახდენს დიზელის საწვავში წყლის ფილტრაციას და ინარჩუნებს ძრავის დაცვის მაღალ დონეს.ფილტრები უზრუნველყოფენ არამხოლოდ ოპტიმალურ დაცვას, არამედ ასევე უზრუნველყოფენ ძრავში საწვავის კონტროლირებულ და ზუსტად განსაზღვრული ოდენობის გადასვლას; საუკეთესო პირობას ქმნიან ზედმეტი ძალისხმევის გარეშე ფუნქციონირებისათვის.
როგორც იაგუარის ყველა ორიგინალი ნაწილი, საწვავის ფილტრებიც გადის ტესტირებას გამძლეობაზე, კოროზიაზე და წნევის ცვალებადობაზე. უსაფრთხოების თვალსაზრისით, ორიგინალ ფილტრებზე ხდება მონიტორინგი შეჯახების სიმულაციური ტესტირებისას.
ზეთის ფილტრები - გაუფილტრავი ზეთის ფასი
იაგუარის ზეთის ორიგინალი ფილტრები შექმნილია ძრავის ზეთის სრული ნაკადის ფილტრაციისათვის. გაფილტრული ზეთი სასიცოცხლოა ძრავისათვის, პოხავს მას და ახდენს ძრავის ისეთი კომპონენტების ცვეთის პრევენციას, როგორიცაა მუხლა ლილვი და მუშტა ლილვი, რომელიც ყოვლად მნიშვნლოვანია ძრავის ფუნქციონირებისა და გამძლეობისათვის.
არსებობს რისკი, რომ არასათანადო ზეთის ფილტრი არ აკმაყოფილებს იაგუარის სტანდარტებს და მახასიათებლებს, რაც შესაბამისად იწვევს ავტომობილის პრობლემებს. ზოგიერთი უმთავრესი საკითხი, რომელიც შესაძლოა წარმოიშვას, მოიცავს:
ზეთის ფილტრაციისას მიკრონის დონის მისაღწევად, იაგუარის ორიგინალი ზეთის ფილტრები იყენებს უმაღლესი სტრანდარის მასალება და ტექნოლოგიებს. მაგალითად, ახალი თაობის AJ-V8 და AJ-V6 ძრავები იაგუარ XF-ში ადაპტირებულია მინის ბოჭკოს გამოყენებაზე ქაღალდის საპირისპიროდ, რომელიც უზრუნველყოფს უმაღლესი დონის ფილყრაციას.
რა ნაწილებს გთავაზობთ?
სად შეგიძლიათ მისი ყიდვა?