მონტე კარლოს ექსკლუზიურ გარემოში Jaguar-ის ოთხკარიანი GT-ის სახელწოდება და მისი დრამატული სილუეტი პირველად წარედგინა საზოგადოებას.
ცნობილი ნავსადგურის გარშემო მდებარე ლეგენდარულ ქუჩის ტრასაზე Type 01 წარმოდგენილი იყო მხატვრულ შეფუთვაში. მისი შთამბეჭდავი მასშტაბი, გრძელი კაპოტი და ექსპრესიული პროპორციები წარმოადგენს ამ წლის ბოლოს დაგეგმილი ოფიციალური პრეზენტაციის წინამორბედს.
Type 01-ის სახელწოდება დატანილი იყო ავტომობილის საფირმო Strikethrough დიზაინ ელემენტზე. „Type“ ხაზს უსვამს ჩვენს წარმომავლობას - ეს არის უახლესი გაგრძელება იმ ლეგენდარული ავტომობილების სერიისა, რომლებიც აერთიანებს თამამ დიზაინს, ძლიერ დინამიკასა და განსაკუთრებულ კომფორტს. „0“ სიმბოლურად გამოხატავს ნულოვან გამონაბოლქვს — მუდმივი პროგრესისა და წინსვლის იდეას. ხოლო „1“ — სიმბოლო იმისა, რომ იგი წარმოადგენს ახალი თაობის შთამბეჭდავი Jaguar ავტომობილების პირველ მოდელს.
იმ დროს, როდესაც მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული Jaguar TCS Racing გუნდი Formula E-ის ყველაზე პრესტიჟული ეტაპისთვის ემზადებოდა, ეს შაბათ-კვირა იდეალური შესაძლებლობა გახდა Type 01-ის წარსადგენად — როგორც Jaguar-ის ისტორიაში ყველაზე ინოვაციური და ძლიერი სერიული ავტომობილი.
ტრასაზე გამოცდილი ელექტრული ძალოვანი სისტემა, უნიკალურ პროპორციებთან და დაბალ სიმძიმის ცენტრთან ერთად, ქმნის შეუდარებელ ლუქს კლასის Grand Tourer-ს. Jaguar-ის ნამდვილი სულისკვეთებით შექმნილი Type 01 ისეთივე მომხიბვლელია მართვისას, როგორც მისით აღფრთოვანება ვიზუალურად.
ეს მხოლოდ დასაწყისია. გაშვების თარიღები, ღონისძიებები და შემოქმედებითი კოლაბორაციები თქვენს ელფოსტაში.


ნაჩვენებია წინასაწარმოო მოდელი. ტექნიკური მახასიათებლები შეიძლება განსხვავდებოდეს.